აფხაზური მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 193 ადამიანს, 29 მათგანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
ოკუპირებული რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 78 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ცხრა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 487 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 214 და გამოჯანმრთელდა 12 905 კოვიდინფიცირებული პაციენტი.