ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 199 ადამიანს, მათგან „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 28 პირს.

მათივე ცნობით, ხუთ კოვიდცენტრში 65 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 842 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 202 და გამოჯანმრთელდა 12 387 კოვიდინფიცირებული პაციენტი.