აფხაზური მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 182 ადამიანს, 27 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ოკუპირებული რეგიონის ოთხ კოვიდცენტრში 53 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების 13 148 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 205 და გამოჯანმრთელდა 12 603 კოვიდინფიცირებული პაციენტი.