ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 250 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 25 ადამიანს.
ოკუპირებული რეგიონის ექვს კოვიდცენტრში მკურნალობს 102 კოვიდინფიცირებული პაციენტი, 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი, 1949 წელს დაბადებული ქალი.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 725 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 12 017 პაციენტი, 196 პაციენტი კი გარდაიცვალა.