ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 190 ადამიანს ჩაუტარდა მათგან „კოვიდ – 19“ 25 პირს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 30 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის ხუთის მდგომარეობა მძიმეა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 384 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 138 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.