გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 166 ადამიანს, მათგან 24-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ექვს კოვიდცენტრში მკურნალობს 130 პაციენტი, მათ შორის, 16-ის მდგომარეობა მძიმეა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი. სულ კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაიცვალა 195 პაციენტი.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 618 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 11 865 პაციენტი.