ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 259 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი 23 ადამიანს დაუდასტურდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 203 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 28 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
სულ პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 761 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 180 და გამოჯანმრთელდა 10 598 კოვიდინფიცირებული პაციენტი.