ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 197 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ-19“ 21 პირს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 19 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის სამის მდგომარეობა მძიმეა.
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 295 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 117 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.