ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 169 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი კოვიდინფიცრებული კი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 169 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი კოვიდინფიცრებული კი გარდაიცვალა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღ-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 615 ადამიანს, მათგან 169 ადამიანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 221 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, 27 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა 1954 წელს დაბადებული კოვიდინფიცირებული მამაკაცი. პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 782 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გარდაიცვალა 141 პაციენტი, 7 294 ინფიცირებული კი, გამოჯანმრთელდა.