ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 150 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტი კი გარდაიცვალა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 634 ადამიანს, მათგან „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 150 ადამიანს.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ექვს კოვიდცენტრში 241 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 24 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა – 1947, 1949 და 1936 წლებში დაბადებული მამაკაცები, გაგრის საავადმყოფოში გარდაიცვალა 79 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 117 ადამიანი.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 8825-ს, გამოჯანმრთელდა 6872 ადამიანი.