ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 85 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან ვირუსი 15 პირს დაუდასტურდა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 53 პაციენტი მკურნალობს, მათგან ექვსი ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 572 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 164 გამოჯანმრთელდა, ექვსი პაციენტი კი გარდაიცვალა.