ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ოთხი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 543 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 148 ადამიანს.
ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 213 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 26 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა 1949 წელს დაბადებული მამაკაცი, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 64 წლის ქალი, სამხედრო მობილურ ჰოსპიტალში კი 77 და 84 წლის ქალები.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 9613 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან7 224 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 140 კი გარდაიცვალა.