ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 522 ადამიანს, 141 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 257 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 31-ის მდგომარეობა მძიმეა.
მედიის ინფორმაციით, სოხუმში არსებულ რუსეთის სამხედრო მობილურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი, 70 წლის ქალი. სულ კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაიცვალა 143 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 7 808 პაციენტი. პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 102 შემთხვევაა დაფიქსირებული.