ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 140 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ხუთ კოვიდცენტრში 239 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 35-ის მდგომარეობა მძიმეა.
სულ პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 408 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 100 კოვიდინფიცირებული პაციენტი, გამოჯანმრთელდა 5 387 ადამიანი.