ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 136 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 390 ადამიანს, 136 პასუხი იყო დადებითი.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 124 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 30 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 172 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 1 278 ადამიანი, გარდაცვლილია 32 პაციენტი.