ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 445 ადამიანს, მათგან 133 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ხუთ კოვიდცენტრში სულ 228 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 25-ის მდგომარეობა მძიმეა.

საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, გასულ 24 საათში გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი. მათივე მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით სულ 100 ადამიანი გარდაიცვალა, 5286 კი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში, საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 7269 შემთხვევაა დაფიქსირებული.