14-15 იანვარს ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 491 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 127-ს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 236 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 34 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში ოთხი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. რუსეთის სამხედრო მობილურ ჰოსპიტალში კი, გარდაიცვალა ორი პაციენტი. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 151 პაციენტი.
ამასთან, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 8 130-ია. პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 10 378 შემთხვევა არის დაფიქსირებული.