ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აფხაზური მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 141 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 12 პირს. ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 77 კოვიდინფიცირებული პაციენტი, ათი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 312 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 211 და გამოჯანმრთელდა 12 801 კოვიდინფიცირებული პაციენტი.