ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 386 ადამიანს, „კოვიდ-19“ კი 116 პირს დაუდასტურდა.
ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში 117 ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. მათგან 28 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი – 1961 და 1964 წელს დაბადებული მამაკაცები და 77 წლის ქალი.
დღეისთვის კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 73-ს შეადგენს. სულ ინფიცირებულია 5 558 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3 630.