გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 529 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 114-ს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში საერთო ჯამში 257 პაციენტი მკურნალობს, 43-ს მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო 24 საათში ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 107 პირი გარდაიცვალა.
სულ პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 350 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 6 686 პირი.