ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 538 ადამიანს, მათგან 112-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
სულ ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 250 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 33 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული ორი პაციენტი – 61 და 62 წლის მამაკაცები.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 8675 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 6786 ადამიანი, 113 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.