გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 485 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან 109-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 251 პაციენტი მკურნალობს. მათგან 28-ს მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო 24 საათში გაგრის კოვიდცენტრში გარდაიცვალა ერთი პაციენტი, 83 წლის მამაკაცი. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაცვალების 108 შემთხვევაა დაფიქსირებული.
სულ პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 459 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 6 726 ადამიანი.