ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 500 ადამიანს ჩაუტარდა, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 109 პაციენტს.

ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში საერთო ჯამში 157 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 31 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 313 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 4 257 ადამიანი, გარდაიცვალა 84 პაციენტი.