გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 506 ადამიანს, მათგან 108-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი. სულ კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში 152 ადამიანი გარდაიცვალა. ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 240 პაციენტი მკურნალობს, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან სულ გამოჯანმრთელდა 8 190 პაციენტი. პანდემიის პერიოდში, ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების 10 486 შემთხვევა არის დაფიქსირებული.