ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ ხუთ პირს დაუდასტურდა. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ე.წ. ჯანდაცვის უწყების ცნობით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 148 გახდა, აქედან 50 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, სამი პირი გარდაიცვალა.