ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 192 პირს, მათგან 15-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამასთან, ხუთ კოვიდცენტრში რჩება 57 პაციენტი, მათ შორის რვა ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 967 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 203 ადამიანი გარდაიცვალა, 12 405 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.