ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 შემთხვევა დაფიქსირდა
აფხაზური მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 161 პირს, მათგან ვირუსი 11 ადამიანს დაუდასტურდა.
ექვს კოვიდცენტრში 79 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათ შორის 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი პაციენტი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 198 პაციენტი გარდაიცვალა, 12 788 დაინფიცირდა, 12 169 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.