ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 102 წელი გავიდა.
ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ 2010 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გამოცხადდა.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.