ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო, რუსეთის დელეგაციის სამი წევრი საქართველოში არ შემოუშვეს
ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო, რუსეთის დელეგაციის სამი წევრი საქართველოში არ შემოუშვეს

ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო, თბილისში დაგეგმილი ფორუმის მონაწილეების ნაწილს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა.

პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ რუსეთის დელეგაციის სამი წევრი ქვეყანაში არ შემოუშვეს.

პირველი არხის ინფორმაციით, საზღვრიდან უკან გააბრუნეს „იტარტასის“ სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის წევრი გენადი ბოდრიუგოვი და ფორუმის კიდევ ერთი მონაწილე ალექსეი ტოკარევი.

5-7 სექტემბერს საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსებული „სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო კონფერენცია“ იმართება.