ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა.