ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით ადიგენში ერთი პირი დააკავეს
ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით ადიგენში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ადიგენის რაიონში ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით 1977 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, მას ბრალი ედება არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის ორი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და მამის მიმართ განხორციელებულ მუქარაში.

„​დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

​გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მ.ა.-მ, თავის საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს – 2005 წელს დაბადებულ ზ.ა.-ს. ასევე, ბრალდებულმა მამაკაცმა, თავისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას – 1946 წელს დაბადებულ პ.ა.-ს და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

​გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 11 პრიმა-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ორი ან მეტი პირის, მათ შორის, არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.