შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული, ამავე დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.წ. დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1958 წელს დაბადებულ ნ.შ.-ს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება ოჯახში არაერთგზის ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.