ოჯახის წევრებისთვის გაუგებარია, რა ცნობებზე დაყრდნობით გაავრცელა სახალხო დამცველმა ინფორმაცია მაია ოთინაშვილის ცემის შესახებ
მაია ოთინაშვილის ოჯახის წევრებისთვის გაუგებარია, რა ცნობებზე დაყრდნობით გაავრცელა სახალხო დამცველმა ინფორმაცია მაია ოთინაშვილის ცემის შესახებ.
მაია ოთინაშვილის მეუღლე იგორ მაყიშვილი პირველ არხთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ დაკავებულის ნახვის საშუალება ამ დრომდე არავის არ მისცემია და ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ოჯახის წევრები განმარტავენ, რომ მაია ოთინაშვილის დედას ოსური სოფელ წინაგარადან ჰქონდა ინფორმაცია, რომ დაკავებული ძალის გამოყენებით გადაიყვანეს და აღელვების ნიადაგზე გამოთქვა ეჭვი შესაძლო ცემის შესახებ.
„ერთადერთი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არის ევროკავშირის ცხელი ხაზი. გვაქვს კავშირი წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ველოდებით მათგან ინფორმაციას. დანამდვილებით თქმა, ნაცემია თუ არა მაია, არ შეგვიძლია. ჩვენ ვიცით, რომ ის ძალის გამოყენებით წაიყვანეს და ვეჭვობთ, რომ შესაძლოა, ამ დროს რაიმე დაზიანება მიეღო”, – განაცხადა მაია ოთინაშვილის მულმა ირმა მაყიშვილმა.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ოჯახის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილი ნაცემია.