ოჯახის წევრები და პოლიცია 23 წლის გიგა გოგიტიძეს ეძებენ
ოჯახის წევრები და პოლიცია 23 წლის გიგა გოგიტიძეს ეძებენ

ოჯახის წევრები და პოლიცია 23 წლის გიგა გოგიტიძეს ეძებენ. ის ქობულეთში, სახლიდან 12 მაისს დილით გავიდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სათვალთვალო კამერებიდან მოპოვებული მასალით დასტურდება, რომ გოგიტიძე ბათუმში ჩავიდა და შემდეგ უკან ქობულეთში დაბრუნდა, რის შემდეგაც მისი კვალი ქრება.

დაკარგული ახალგაზრდის ახლობლების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურ სამძებრო სამუშაოებს აწარმოებს, თუმცა ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ მოხერხდა.

ოჯახის წევრებს დაკარგვის შესაძლო ვერსიები არ აქვთ.

თუ ფლობთ ინფორმაციას გიგა გოგიტიძის ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდით ოჯახს ნომერზე 577 08 0 5 48

პირველი არხი დაკარგული ახალგაზრდის ფოტოებს ოჯახის წევრების თხოვნით აქვეყნებს.