„ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან“ დაკავშირებით მსვლელობა მიმდინარეობს [ფოტო-ვიდეო]
„ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან“ დაკავშირებით, თბილისში, ფილარმონიის ტერიტორიიდან მსვლელობა დაიწყო. ადგილზე გვარების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც სხვადასხვა დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დალოცა.
მსვლელობა ვარდების მოედნის მიმართულებით დაიძრა, საიდანაც აწყურის ღვთისმშობლის ხატით გაგრძელდება.
მსვლელობის მონაწილეების განცხადებით, ისინი ქაშუეთის ტაძართან შეჩერდებიან, სადაც სასულიერო პირები დალოცავენ, შეუერთდებათ მრევლის ნაწილი და მსვლელობა ერთობლივად სამების საკათედრო ტაძრისკენ გაგრძელდება.
სამებაში მსვლელობის მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დახვდება, სადაც სამადლობელ პარაკლისს გადაიხდიან.