ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში მსვლელობა იმართება.
დღევანდელი დღის აღსანიშნად მოქალაქეები ქალაქის ცენტში დილიდან შეიკრიბნენ.
ამ წუთებში ქუთაის-გაენათის ეპარქიის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები მსვლელობით წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრისკენ მიემართებიან, სადაც სამშვიდობო პარაკლისი შესრულდება.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით დღეს მსვლელობა თბილისსა და დიდ ქალაქებშიც იმართება.