ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა ზუგდიდშიც გაიმართა.
მოქალაქეები ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ და ქალაქის ცენტრალური ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს.
მსვლელობა თავისუფლების მოედანზე, ღვთისმშობლის მოზაიკასთან დასრულდა, სადაც ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა, მალხაზ ჭანტურიამ პარაკლისი აღავლინა.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით დღეს მსვლელობა თბილისსა და დიდ ქალაქებშიც იმართება.