ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კახეთში მსვლელობისთვის იკრიბებიან
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კახეთში მსვლელობისთვის ემზადებიან.
რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეები თელავის ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან იკრიბებიან. ღვთისმსახურებას მამა მიქაელი ალავერდის ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად ჩაატარებს, რის შემდეგაც თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრის მიმართულებით დაიწყება მსვლელობა.
მსვლელობას უერთდებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით დღეს მსვლელობა თბილისსა და დიდ ქალაქებშიც იმართება.