ოჯახის ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ოჯახის ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ბადრი პატარკაციშვილის დედის, ნათელა პატარკაციშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, – ამის შესახებ პირველ არხს ბადრი პატარკაციშვილის დამ, მზია თოთლაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ნათელა პატარკაციშვილი საავადმყოფოში გულის შეტევით გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა თანდათან სტაბილურდება.

„იმის გამო, რაც მოისმინა, ძალიან ცუდად გახდა. ორი დღის განმავლობაში საშინელ მდგომარეობაში იყო. დღეს უგონო მდგომარეობაში მოვიყვანეთ. ახლა ნელ-ნელა სტაბილურდება მისი მდგომარეობა. გულის შეტევა ჰქონდა, კანკალებდა, წნევა 300-მდე, შაქარმა 500-მდე აუწია“, – განაცხადა მზია თოთლაძემ.

​ბადრი პატარკაციშვილის დედა ნათელა პატარკაციშვილი კლინიკაში დღეს გადაიყვანეს.