ოჰაიოს შტატის ქალაქ უესტერვილში ორ პოლიციელს უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა.
ადგილობრივი დროით 13:00-ზე პოლიციის ორი ოფიცერი საპატრულო მანქანაში 911-დან შესულ ზარს პასუხობდა, როცა შეიარაღებული მამაკაცი მათ თავს დაესხა.
ორივე სამართალდამცველი ადგილზე გარდაიცვალა. თავდამსხმელი ცოტა ხანში დააკავეს.
თავდასხმის მოტივი ამ დრომდე დაუდგენელია. ასევე, უცნობია, ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველი.