ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა
ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

აშშ-ში, ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ცხრა  ადამიანი დაშავებულია 16, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არის თავად თავდამსხმელიც.

თავდასხმა ადგილობრივი დროით ღამის პირველ საათზე მოხდა. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ერთ-ერთი რესტორნის წინ გახსნა. პოლიცია სროლის მოტივის დადგენას ცდილობს.