ოფიციალური გადაწყვეტილებით, პოლონეთი კალინინგრადის ოლქს პოლონური სახელწოდებით მოიხსენიებს
ოფიციალური გადაწყვეტილებით, პოლონეთი რუსეთის ფედერაციაში შემავალ კალინინგრადის ოლქს პოლონური სახელწოდებით – კროლევიეცით მოიხსენიებს.
მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის ფარგლებს გარეთ გეოგრაფიული სახელების სტანდარტიზაციის კომისია ავრცელებს.
9 მაისს გამოქვეყნებული კომუნიკეს თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიამ 12 აპრილის სხდომაზე მიიღო. კომისიის განცხადებით, საბჭოთა კავშირში მოღვაწე მიხეილ კალინინი, რომლის სახელიც ეწოდა ქალაქს, არის „კრიმინალი და, სხვა საკითხებთან ერთად, პასუხისმგებელია კატინში პოლონელების მასობრივ მკვლელობაზე“. კომისიაში განმარტეს, რომ მის ხსენებას პოლონეთში „ნეგატიური ხასიათი აქვს“.
კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ცვლილება 2023 წლის 9 მაისს შევიდა ძალაში.