ოფიციალური ერევანი ადასტურებს, რომ სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირების პროცესთან დაკავშირებით რუსეთისგან რეკომენდაციები მიიღო
ოფიციალური ერევანი ადასტურებს, რომ სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირების პროცესთან დაკავშირებით რუსეთისგან რეკომენდაციები მიიღო

ოფიციალური ერევანი ადასტურებს, რომ რუსეთისგან მიიღო რეკომენდაციები სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირების პროცესთან დაკავშირებით.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ისინი გამოეხმაურნენ ამ დოკუმენტს, მაგრამ არ გაამჟღავნეს რუსული რეკომენდაციების შინაარსი.

3 ოქტომბერს სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ 60 ხმით რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირებას რუსეთი „აბსოლუტურად არამეგობრულ ნაბიჯად“ მიიჩნევს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის დაპატიმრების ორდერი გასცა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების იძულებით გაყვანაში მონაწილეობის გამო.