“ლივერპულმა” თავის ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა, რომ გუნდის ახალწვეული გახდა შვეიცარიის ნაკრების ლიდერი სერდან შაჩირი. ის იურგენ კლოპის გუნდში “სტოკიდან” გადადის.
შაჩირის სანაცვლოდ “ლივერპულმა” 13 მილიონი ფუნტი გადაიხადა და შვეიცარიელთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
26 წლის შაჩირიმ გასულ სეზონში პრემიერლიგის 36 მატჩში რვა გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი პასი შეასრულა.