საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადმა“ მადრიდის „რეალის“ ყოფილ ფორვარდთან, ქარიმ ბენზემასთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა.
35 წლის ბენზემამ ახალ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა ხელშეკრულება.
„„ალ-იტიჰადი“ ახალი გამოწვევაა ჩემთვის. ეს ხარისხიანი ლიგაა, რომელშიც ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. კრიშტიანო რონალდოც აქ არის. ის ჩემი მეგობარია და მისი იქ ყოფნა იმას იშნავს, რომ საუდის არაბეთის ლიგა წინ მიიწევს. მე აქ მოვედი მოსაგებად, როგორც ამას ევროპაში ვაკეთებდი“, – განაცხადა ბენზემამ.
ფრანგის ყოფილი თანაგუნდელი კრიშტიანო რონალდო საუდის არაბეთში „ალ-ნასრის“ რიგებში თამაშობს.