კევინ დე ბრუინი თანახმაა, „ალ-იტიჰადში“ გადავიდეს #1TVSPORT

20:56, 21.07.2024

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი თანახმაა, საუდის არაბეთის კლუბ „ალ-იტიჰადში“ გადავიდეს.

როგორც გაზეთი Daily Mail-ი წერს, ამ მომენტისთვის „სიტი“ და „ალ-იტიჰადი“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ 33 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის თანხაზე.

დე ბრუინის კონტრაქტი მანჩესტერულ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

გასულ სეზონში ბელგიელმა ფეხბურთელმა 26 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი