ქარიმ ბენზემას „ალ-იტიჰადის“ მთავარ მწვრთნელთან ახალი კონფლიქტი აქვს #1TVSPORT
ქარიმ ბენზემას „ალ-იტიჰადის“ მთავარ მწვრთნელთან ახალი კონფლიქტი აქვს #1TVSPORT

„ალ-იტიჰადის“ ფორვარდს ქარიმ ბენზემას მორიგი კონფიქტი აქვს გუნდის მთავარ მწვრთნელთან მარსელო გალიარდოსთან.

როგორც გაზეთი Marca წერს, ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშის პირველი ნაწილი ბენზემა გუნდთან ერთად იყო, მაგრამ მეორე ნაწილში გალიარდომ განაცხადა, რომ ფრანგს ინდივიდუალური პროგრამით უნდა ევარჯიშა. ფრანგს ეს გადაწყვეტილება არ მოეწონა – მან საჯაროდ გამოხატა აღშფოთება და ვარჯიში მიატოვა.

წყაროს ცნობით, გალიარდო ელოდება საჯარო ბოდიშის მოხდას ბენზემასგან, რომელსაც, ჭორების მიხედვით, ცოტა ხნის წინ არ უნდოდა გუნდში დაბრუნება და სხვაგან გაშვება მოითხოვა.

ბენზემა „ალ-იტიჰადში“ 2023 წლის ზაფხულიდან თამაშობს.