ოფიციალურად - „ინტერმა“ მხითარიანის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
სომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი მილანის „ინტერის“ ფეხბურთელი გახდა.
იტალიის ვიცე-ჩემპიონმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა, რომ მხითარიანი მის რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა „რომადან“, რომელთანაც კონტრაქტი ამოეწურა.
„ინტერთან“ ხელშეკრულების ოფიციალური დეტალები ცნობილი არ არის. პრესის მონაცემებით, მხარეებს შორის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში და წლიური ხელფასი 3.5 მილიონ ევროს გაუტოლდება.