ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) გადაწყვიტა, 2018 წლის ჩემპიონატზე ვიდეოგამეორებების სისტემა (VAR) მსოფლიოს გამოიყენოს. ამის შესახებ ფიფა-ს კომერციულმა დირექტორმა, ფილიპ ლე ფლოკმა საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა.
„ოფიციალურად შეიძლება იმის თქმა, რომ VAR-ის სისტემა გამოყენებული იქნება. შესანიშნავია ფეხბურთში ასეთი სისტემების არსებობა, რადგან ის მატჩების შედეგებს სამართლიანს ხდის“, – ლე ფლოკის ამ კომენტარს სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ 2016 წლის მარტში მოიწონა VAR-ის სისტემის ტესტირების შედეგები. ამის შემდეგ, VAR გამოიყენეს 2017 წლის კონფედერაციათა თასზე და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამ სეზონში აღნიშნული სისტემა მოქმედებს იტალიისა და გერმანიის ჩემპიონატებში.
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება და 15 ივლისამდე გაგრძელდება.