ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ოდესაში ოთხი ადამიანი დაიღუპა
ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ოდესაში ოთხი ადამიანი დაიღუპა

რუსეთმა ოდესის რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის 10 წლის ბავშვი.

ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, რუსეთმა ოდესის რეგიონს „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით დაარტყა.

„რუსების მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოდესის რეგიონში დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, 10 წლის გოგონა, დაშავდა კიდევ შვიდი, ერთი მძიმე მდგომარეობაშია. მისი ქვედა კიდურები ამპუტირებულია, ექიმები ყველაფერს აკეთებენ დაშავებულების დასახმარებლად“, – განაცხადა კიპერმა.

ამასთან, იერის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და სატვირთო მანქანები.